ჟურნალ „CIVICUS”-ის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

2017 წლის 29 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ «CIVICUS»-ის მე-11 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის დეპარტამენტის მეორე კურსის სტუდენტებმა, რომლებიც გადიან კურს „დემოკრატია და მოქალაქეობას“.

«CIVICUS»-ის  მე-11 ნომრის განხილვის შემდგომ, სტუდენტებმა მარიანა იაშვილმა და მარიამ სულამანიძემ მოამზადეს პრეზენტაცია ჟურნალის ერთ-ერთი სტატიის „ქალაქის ტრანსფორმაციის“ მიხედვით. ლიკა ხუბულავამ და ლაშა მარდალეიშვილმა კი ისაუბრეს სტატიაზე „ლითლ როკის 9“.

პრეზენტაციას მოდერატორობას უწევდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ლექტორი ქეთევან  კუხიანიძე.

სტუდენტებმა  დიდი  ინტერესი გამოხატეს  ონლაინ გამოცემა „CIVICUS“-ის  მიმართ.  

ჟურნალი გამოიცემა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.

ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus

ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts

ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/

Blog: https://civicuscela.wordpress.com/