,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023“-ის მონაწილე სტუდენტებმა მარიამ პავლიაშვილმა, მარიამ ადუაშვილმა, ნატა ბიჩენოვმა და ალექსი სადაღაშვილმა, რომელთაც ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ მონაწილეებს გაუზიარეს გამცდილება სამოქალაქო აქტივიზმის, აქტიური მოქალაქეობის, ადვოკატირების კამპანიის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვნების და ახალგაზრდების როლის შესახებ ადგილობროვი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში;
სამუშაო შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოწვეულ ექსპერტს ანა დალაქიშვილს, რომელმაც სკოლის მონაწილეებთან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შექმნილი და სოციალურ მედიაში განთავსებული ნაწარმოების საავტორო უფლებებით დაცვის შესახებ;


შეხვედრის მეორე ნაწილი გაგრძელდა პაციენტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკულ საკითხებზე  საუბრით, რომელსაც უძღვებოდნენ ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავჯდომარე - ნინო ლიპარტია და ჯანდაცვის ომბუცმენი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი - მეგი საჯაია.


სამუშაო შეხვედრზე მოწვეულ იქნა ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი - დიმიტრი გოგიაშვილი, რომელმაც სკოლის მონაწილე სტუდენტებს გააცნო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარდგენის და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადების, განხორციელებისა და კონტროლის მექანიზმები;
სამუშაო შეხვედრის დასასრულს, სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი -  გოგა აფციაური თემით - ,,სიძულვილის ენის შემცველი - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმები“;

 სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიისწარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.

Image: