,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ ფარგლებში თელავში სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მონაწილეებმა თავიანთი პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
შედეგების წარდგენისას სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებისა და შთბეჭდილებების შესახებ, რომელიც პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ში’’ მონაწილეობის დროს მიიღეს, ასევე მიმოიხილეს თავიანთი პროექტის მიზნები და განხორციელებული აქტივობები.
თელავში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:
,,ადევნების დანაშაული’’, ავტორები: ქეთი ნათათრიშვილი, გულია ამზოევი, თამუნა ბაზიერაშვილი
,,გენდერული ასიმეტრია შრომის ბაზარზე’’, ავტორები: კესო სახიაშვილი, მარიამ სოლომნიშვილი, ნინო მრელაშვილი, ვიტალი პაპოვი.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.