,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: გურანდა ღარიბაშვილი, თამაზ ხალხელაური და უჩა ბოჭორიძე ახორცილებენ სამოქმედო პროექტს ,,ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება არჩევნების ჩატარების პროცესის შესახებ’’.
პროექტის მიზნის მისაღწევად სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფმა ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი. ტრენინგის პირველ დღეს განიხილეს შემდეგი თემები: არჩევნების ისტორია, სახეები და პერიოდულობა, საარჩევნო პროცესი, საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო, რეფერენდუმი, პლებისციტი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აქტივიზმი. ტრენინგები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჯგუფურ დავალებებს.
ტრენინგის მეორე დღე არჩევნების ჩატარების დროს დაფიქსირებული დარღვევების პრევენციული გზების განხილვას დაეთმო. ტრენინგის მეორე დღე ასევე მოიცავდა როლურ თამაშს ,,არჩევნების ჩატარებისა და გაყალბების მინი ინსცენირება’’. შეხვედრის ბოლოს თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.