ზუგდიდში განხორციელდა პროექტი ,,ადევნების დანაშაულის დროს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება’’

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: გიგი ცქვიტაიამ, ნინო წულაიამ და ნიკა ბოხუამ წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,ადევნების დანაშაულის დროს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება’’.

პროექტის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: პოლიციისა და ადამაინის უფლებები, ადევნებისას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, ადევნების დანაშაულის სახეები, რა პრევენციული მექანიზმების გამოყენებაა შესაძლებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინაამღდეგ და ა.შ.

ტრენინგებს უძღვებოდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები:

ლევან პაპავა-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში;
ცაბუნია ვართაგავა-სამოქალაქო აქტივისტი;
მაია თოდუა-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თამარ ჩიქავა-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ინდირა ხვიჩავა-ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების კაპიტანი.

თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეები განიხილავდნენ კონკრეტულ მაგალითებს, რაც მათ თეორიული მასალის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარა.

"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.