,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის'' ფარგლებში ახალციხეში რეგიონული პრეზენტაცია ჩატარდა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ახალციხეში რეგიონული პრეზენტაცია ჩატარდა, რომელზეც სტუდენტებმა შეაჯამეს თავიანთი პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები და შედეგები.

ახალციხეში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:

,,მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტირებაში მონაწილეთა ჩართულობა’’- ავტორები: შორენა ქუქჩიშვილი, ნარგიზი ახალკაცი, მარიამ ზედგინიძე;

,,ჩვენი უფლებები-როგორ მოვიქცეთ სამართალდამცავებთან ურთიერთობისას’’- ავტორები: მარიამ ხმალაძე, რიმა საგოიანი, სოფიკო კურტანიძე;

,,ახალციხეში სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირება შშმ პირთა უფლებების რეალიზაციისთვის’’-ავტორები: ალინა ოგანესიანი, ლიზი თევდორაშვილი, ნინო მელიქიძე

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.