თელავში სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი ვანდალიზმის შესახებ

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის” ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მარიამ მამულაშვილმა, ნინო ხარტონიშვილმა და მარიამ დემეტრაშვილმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,ვანდალიზმის ფაქტები თელავის რეკრეაციულ ზონებში და მათზე რეაგირების მექანიზმები’’, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ვანდალიზმის შესახებ.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც თავად პროექტის ავტორები უძღვებოდნენ. ტრენინგებზე განიხილავდნენ შემდეგ თემებს: ვანდალიზმის მაგალითები, მისი კონკრეტული ფაქტები, ვანდალიზმის პრევენციის მექანიზმები. ავტორებმა მონაწილეებს ასევე გააცნეს რა სასჯელს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა ვანდალიზმის ფაქტის გამოვლენისას. ერთ-ერთ აქტივობაზე მოწვეული იყო ლევან ბერძენაშვილი-თელავის მუნიციპლატიტეტის საკრებულოს წევრი, რომელის პროექტის ავტორებთან ერთად უძვებოდა ტრენინგს.

ერთ-ერთი აქტივობების ფარგლებში მოეწყო ვანდალიზმის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ეს აქტივობა მონაწილეებს თეორიული ცოდნის უკეთ ათვისებაში დაეხმარა.

თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.