ქუთაისში სტუდენტებმა განახორციელეს პროექტი ევროკავშირის შესახებ

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ანი კეკუამ, ანი გოგელიძემ, მარი სოფრომაძემ და დაკო მამრიკიშვილმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,გააცანი საქართველოს ევროპა’’.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს უტარდებოდათ შეხვედრები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: ევროკავშირის დაფუძნების ისტორია და მიზანი, ევროპული ღირებულებები, საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა და ა.შ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ფორუმი, რომელშიც მონაწილეთა ორი კატეგორია: მსმენელი დელეგატები და სპიკერი დელეგატები მონაწილეობდნენ. მსმენელი დელეგატებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ, სპიკერმა დელეგატებმა კი სამწუთიანი მოხსენებები მოამზადეს ამავე თემის შესახებ. ფორუმზე მოწვეული იყო თეკლე მორგოშია-სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი, რომელიც პროექტის ავტორებთან ერთად უძღვებოდა შეხვედრას.

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.