ქუთაისში სტუდენტებმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,არტ-თერაპია''

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ანანო ამყოლაძემ, საბა ბასილაძემ და მაია ჯაბადარმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,არტ თერაპია-art therapy’’ რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეების ტრანსფერული უნარების განვითარებას.

მიზნის მისაღწევად ავტორებმა მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს, რომლის ფარგლებში განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, მე-კონცეფცია, თვითშემეცნება, მიზნის დასახვის მნიშვნელობა და მიზნის მისაღწევი გზების ჩამოყალიბება, მოტივაციის დანიშნულება და ა.შ. შევხედრებზე მოწვეული იყო ფსიქოლოგი ნინი ქარსელაძე, რომელიც პროექტის ავტორებთან ერთად უძღვებოდა ტრენინგებს.

თითოეული აქტივობა მოიცავდა პრაქტიკულ და შემოქმედებით დავალებებს, რომლის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ მე კონცეფციას, საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს. შეხვედრები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმისა და დისკუსიის რეჟიმსში წარიმართა.

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.