თბილისში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების თემაზე

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თბილისში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც მოწვეული იყო აიჰან ჰასანლი-ორგანიზაცია ,,სალამის’’ წარმომადგენელი.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მიმოიხილა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და საჯარო სექტორში დასაქმების საკითხები, ნოვრუზ ბაირამის შესახებ არსებული სტერეოტიპები, ასევე ორგანიზაცია ,,სალამის’’ მიერ წარმოებული ადვოკატირების კამპანიები:  #მასწავლექართულიუფასოდ, #გვარიდამიბრუნე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.