პროექტ ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლის’’ ფარგლებში ზუგდიდში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი

პროექტ ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლის’’ ფარგლებში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, როგორც კონფლიქტისპირა რეგიონის, სტუდენტებმა მიიღეს.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონდებლო და სასამართლო პრაქტიკული მექანიზმები. სტუდენტები ასევე გადამზადნენ ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ისინი დაიწყებენ მზადებას პროექტის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც მათ მიერ ტრენინგების პროცესში მიღებული ინფორმაციის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის გაზიარებას ითვალისწინებს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“ მხარდაჭერილია @საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ხორციელდება პროგრამა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.