სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023 იწყება!

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ იწყება!

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვა და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი უნარების განვითარება. 
მნიშვნელოვანია, პროექტის მონაწილეებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, განვითარების სურვილი და იყვნენ მოტივირებულნი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის, ქუთაისის, თელავის, გორის, ახალციხის, ზუგდიდისა და ბათუმის უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტატურის საფეხურის სტუდენტებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და ვორკშოფები სამოქალაქო ჩართულობის პროექტის განხორციელების, პოლიტიკური სისტემების, ადამიანის უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ. ტრენინგებისა და ვორკოშოფების ფარგლებში მონაწილეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, პროექტების მართვისა და ადვოკატირების კამპანიის წარმართვისთვის აუცილებელი უნარები, რომელიც შემდგომში მათ დაეხმარებათ სამოქალაქო ჩართულობის პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

ტრენინგებისა და ვორკშოფების შემდეგ პროექტის მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და განახორციელებენ სამოქალაქო ჩართულობის პროექტებს, რომლის ფარგლებში იმუშავებენ თანატოლთა სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვასა და ადგილობრივ თემში არსებულ აქტუალურ სოციალურ საკითხებზე. მონაწილეებს დაუფინანსდებათ ახალგაზრდული პროექტით გათვალისწინებული ხარჯები. გრანტის მოცულობა დამოკიდებულია მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და საჭიროებებზე.

პროექტის განხორციელების პერიოდი: მარტი-ივლისი

პროექტში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: თავდაპირველად მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა, რომლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ონლაინ რეჟიმში.

გთხოვთ, შეავსოთ საპლიკაციო ფორმის ყველა ველი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი, 2023 წელი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა: shorturl.at/dirxP


,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ!

გისურვებთ წარმატებებს!