პროექტის „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის” განხორციელება გრძელდება


„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ საზოგადოებრივ კოლეჯ „#ორიენტირსა“ (თბილისი) და „#ამაგთან“ (გორი) აგრძელებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლა „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის” განხორციელებას.


ამჯერად პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა ზამთრის სკოლის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს თანაკურსელებს და ასევე სკოლის მოსწავლეებს. ზამთრის კოლის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგ პროგრამა რომელიც კომუნიკაციის, ციფრული ცნობიერების, პროექტის მომზადების, გუნდური მუშაობის, თვითპრეზენტაციის, თანასწორ-განმანათლებლობის და სხვა ტრანსფერული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.