"სამოქალაქო ჩართულობის სკოლის მონაწილეებისათვის" ზუგდიდში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"სამოქალაქო ჩართულობის სკოლის მონაწილეებისათვის" ზუგდიდში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებს სამოქალაქო აქტივისტი , ქალთა საკონსულტაციო ცენტრ "სახლის" წარმომადგენელი ცაბუნია ვართაგავა შეხვდა. 

შეხვედრა დაეთმო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, ასევე სამოქალაქო სექტორში არსებული გამოწვევებსა და მათი გამოვლენის მექანიზმებს. მონაწილეებმა განიხილეს მსხვერპლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, გარემოში არსებულ გამოწვევები (სტერეოტიპები, მსხვერპლის სოციალური მხარდამჭერის ქსელის სისუსტე, სამართალდამცავი სისტემის პრობლემები).განსაკუთრებული ყურადღება დაეთო საზოგადოებაში ემპათიის გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე იმ მექანიზმებს, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ძალადობის პრევენცია.

"სამოქალაქო ჩართულობის სკოლის მონაწილეებისათვის" განსაკუთრებით საინტერსო აღმოჩნდა კრიზისული ცენტრის საქმიანობა და რეგიონის გათვალისწინებით მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.

აღნიშნული შეხვედრების სერია ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ისახავს.