"სტუდენტთა ჩართულობის" პროექტის ფარგლებში მონაწილეებთან პირველი შეხვედრა გაიმართა

დღეს, 20 მაისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ სტუდენტთა ჩართულობის პროექტის მონაწილეებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათი პრაქტიკული უნარჩვევების გაძლიერებას სამოქმედო პროექტების განხორციელების გზით.

პროექტში ჩართულია 36 სტუდენტი საქართველის თერთმეტი უნივერსიტეტიდან. ესენია:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტი

სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი

ქუთაისის უნივერსიტეტი

პროექტის მონაწილეები გადამზადების გავლის სემდეგ მოამზადებენ და განხორციელებენ სამოქმედო პროექტებს. პროექტის განხორციელების პროცესში დაგგემილია შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე აქტივისტებთან, რათა მათ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.