სამოქალაქო განათლების ლექტორთა მორიგი შეხვედრა გაიმართა

“სამოქალაქო განათლების ეფექტური სწავლების მეთოდები” იყო 29 სექტემბრის IFES საქართველოსა და CELA-ს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობას“ ლექტორების სამუშაო შეხვედრის თემა. შეხვედრის მიზანი იყო კურსის სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, სწავლებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა IFES საქართველოსა და CELA-ს პარტნიორი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 26 გამოცდილი და დამწყები ლექტორი. ხოლო მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ სახალხო დამცველის ოფისის, მედიაჩეკერ.გე და "საარჩევნო სისტემათა ასაერთაშორისო ფონდის" ექსპერტები.