სამოქალაქო განათლების კურსი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში დაინერგება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ოცდამეათე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც დღეს, 13 აპრილს, გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ჩართავს კურსს „დემოკრატია და მოქალაქეობა" სასწავლო კურიკულუმში. 

მემორანდუმის თანახმად თავის მხრივ, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით იზრუნებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებაზე, სასწავლო მასალის მომზადებასა და აკადემიის იუნკერთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაზე. 

კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის სწავლება საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში 2011 წლიდან დაიწყო IFES და USAID ის ფინანსური ხელშეწყობით. კურსი ითვალისწინებს ბაკალავრიატის საფახურის სტუდენტები აღჭურვოს მოქალაქისათვის საუცილებელი თეორიული ცოდნით და მისცეს მათ მიღებული განათლების პრაქტიკაში განხორცუიელების საშუალება.