CELA-ს ორგანიზებით 10 უნივერსიტეტში სტუმარი ლექტორის ვიზიტი გაიმართა

„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA) ორგანიზებას უწევს წევრი ლექტორების ვიზიტს პარტნიორ უნივერსიტეტებში. აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ახალ ლექტორებს განავითარონ სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ გამოცდილი წევრები სტუმრობენ პარტნიორ უნივერსიტეტებს და ატარებენ ლექციებს სტუდენტებისათვის. „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ადგილობრივი ლექტორები კი ესწრებიან ლექციას, რის შემდეგაც ერთობლივად ხდება ჩატარებული ლექციის შეფასება და განხილვა.

2017 წლის გაზაფხულის სემესტრში ორგანიზებული იყო 11 ლექცია პარტნიორ უნივერსიტეტებში. აქედან 7 რეგიონებში (ზუგდიდი, გორი, თელავი, ქუთაისი), ხოლო 4 თბილისში.

ვიზიტის ფარგლებში ლექტორები ერთმანეთს უზიარებენ სიახლეებსა და მიღწევებს კურს „დემოკრატია და მოქალაქეობასთან“ დაკავშირებით.

სტუმარი ლექტორების ვიზიტები განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.