CELA-ს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სამოქალაქო განათლების სწავლება: მიღწევები, პრობლემები, გამოწვევები“ გაიმართა

22 მაისს CELA-ს ორგანიზებით საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „სამოქალაქო განათლების სწავლება: მიღწევები, პრობლემები, გამოწვევები“ გაიმართა.

ღონისძიება „ევროპის დღეების“ ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ ისაუბრეს სამოქალაქო განათლების სწავლების კოორდინაციის მნიშვნელობაზე, ასევე ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე.

მსგავსი შეხვედრა უკვე მესამედ მოეწყო და მიზნად ისახავდა სამოქალაქო განათლების კუთხით იმ თემებისა და საკითხების შეჯამებას,  რომლებიც დაგროვდა შეხვედრებს შორის პერიოდში. მრგვალი მაგიდა საშუალებას იძლევა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციბისათვის, ჯგუფებისა და ადამიანებისთვის, რომ მათ თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარონ ერთმანეთს,  დასახონ  სამოქმედო სტრატეგიები, მოხდეს თანამშრომლობის გაღვივება და ერთგვარი ქსელის ჩამოყალიბება ამ კუთხით.

ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.