ჟურნალ “Civicus”-ის პრეზენტაცია ქუთაისის უნივერსიტეტში

28 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჟურნალ „Civicus”-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ქუთაისისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ღონისძიება, როდესაც “Civicus”-ის პრეზენტაცია მოამზადეს არა თავად ავტორებმა, არამედ სხვა სტუდენტებმა. მათ ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა შშმ პირების უფლებები, არჩევნები, გენდერული საკითხები, ევროპული ღირებულებები, მშვიდობა და ა.შ. თითოეული თემის წარდგენის შემდეგ იმართებოდა დისკუსია, რომელშიც აუდიტორიაც აქტიურად ჩაერთო.

სტუდენტებმა „Civicus”-ის მომდევნო ნომრების მომზადებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

„CELA”-ს აღმასრულებელი დირექტორის, თამარ ქარაიას თქმით, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართვა ჟურნალის მომზადების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟურნალ „Civicus”-ის პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.