ჟურნალ „Civicus”-ის მე-9 ნომრის პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

24 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „Civicus“-ის მე–9 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ამჯერად ნომრის თემატიკა  მშვიდობა იყო. ჟურნალის რედაქტორმა ლევან ლორთქიფანიძემ და „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ ისაუბრეს „Civicus”-ის მეცხრე ნომრისა და ზოგადად, ჟურნალის მნიშვნელობის შესახებ. ჟურნალზე მომუშავე სტუდენტებმა თინათინ მაღედანმა და შოთა ნარსიამ  კი აუდიტორიას  საკუთარი სტატიების შინაარსი გააცნეს.

ამ ნომერში მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ოკლენდის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მკვლევრის - ბალჯიტ გრეულოის სტატიის თარგმანს იოჰან გალტუნგის მშვიდობის თეორიის თაობაზე. ნომერში ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს სამოქალაქო განათლების აქტივისტთან და არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატ სოციოლოგ ნინო ნანიტაშვილთან, რომელიც „მშვიდობის მშენებლობის“ სფეროში საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

წინა გამოცემების მსგავსად, მიმდინარე ნომერში შესაძლებელია მკითხველმა იხილოს სტატიები მშვიდობის თემაზე გადაღებული და დაწერილი ნაწარმოებების შესახებ.

რას ნიშნავს და გულისხმობს ნამდვილი მშვიდობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „Civicus“-ის ახალი ნომრის წაკითხვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ჟურნალის პრეზენტაციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტებმა „Civicus“-ით დაინტერესება და ჟურნალთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ     განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.

ჟურნალის ყველა ნომრის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე: http://cela.ge/ge/civicus

ყველა სტატია ეტაპობრივად ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts

ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/