ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა (CELA) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს (CTEF) შორის

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა (CETF) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის  საფუძველზე  ორივე ორგანიზაცია აყალიბებს სამოქალაქო განათლების კოალიციას და იღებს ვალდებულებას იმუშაოს სამოქალაქო განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე, როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს დაესწრნენ: განათლების სამინისტროს, USAID, IFES, PH International, CELA, CETF-ის წევრები, სამოქალაქო განათლების სტუდენტები და მოსწავლეები.