ასოციაციის მისიაა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; სამოქალაქო განათლების გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია; უმაღლესი სასწავლებლების ინოვაციის, მოქმედებისა და განათლების ცენტრად ჩამოყალიბება.
ასოციაცია დასახულ მისიას აქტიური და განათლებული მოქალაქეების განვითარების მხარდაჭერის გზით ასრულებს და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებს საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში.
ასოციაცია ზრუნავს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის შინაარსის, ინტერაქციული სასწავლო მეთოდების და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა პროფესიულ განვითარებაზე.
საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ახდენს სამოქალაქო განათლების სფეროში კვლევითი, არასამეწარმეო საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობის ორგანიზებას.
ახალი ამბები
24 ნოემბერი, 2018
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდთან (IFES) და საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა...
29 სექტემბერი, 2018
“სამოქალაქო განათლების ეფექტური სწავლების მეთოდები” იყო 29 სექტემბრის IFES საქართველოსა და CELA-ს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო...
11 ივნისი, 2018
11 ივნისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის...
ბოლო პროექტი

პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) მიერ. პროექტი მიზნად ისახავს „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ორგანიზაციული განვითარებისთვის ხელშეწყობას, სამოქალაქო განათლების კურსის გაძლიერებისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმას.