ასოციაციის მისიაა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; სამოქალაქო განათლების გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია; უმაღლესი სასწავლებლების ინოვაციის, მოქმედებისა და განათლების ცენტრად ჩამოყალიბება.
ასოციაცია დასახულ მისიას აქტიური და განათლებული მოქალაქეების განვითარების მხარდაჭერის გზით ასრულებს და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებს საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში.
ასოციაცია ზრუნავს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის შინაარსის, ინტერაქციული სასწავლო მეთოდების და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა პროფესიულ განვითარებაზე.
საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ახდენს სამოქალაქო განათლების სფეროში კვლევითი, არასამეწარმეო საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობის ორგანიზებას.
ახალი ამბები
31 ოქტომბერი, 2023
28 ოქტომბერს პროექტ  ,,საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) უნარები დემოკრატიის გაძლიერებისთვის’’ ფარგლებში ჩატარდა...
28 სექტემბერი, 2023
პროექტის ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გაძლიერება დემოკრატიის მხარდაჭერისათვის’’ პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის...
23 სექტემბერი, 2023
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია პროექტის ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) უნარები დემოკრატიის განვითარებისთვის'...
ბოლო პროექტი

პროექტი ხორციელდებოდა აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.