„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ცნობადობის ამაღლება და ინსტიტუციონალური განვითარება“

პროექტი განხორციელდა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საწყისი აქტივობების განხორცილებას. კერძოდ, ასოციაციის ცნობადობის ამაღლებას, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ  მიერ მომზადებული სასწავლო მასალის აკუმულაციას და ასოციაციის წევრებისათვის გაზიარებას და ორგანიზაციის წევრების აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას;

პროექტის ფარგლებში ქორთიარდ მარიოტში ხელი მოეწერა მემორანდუმს CELA-სა და საქართველოს 22 უნივერსიტეტს შორის, სადაც ისწავლება საუნივერსიტეტო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“.

გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც წაკითხული მოხსენებები გამოიცა პუბლიკაციის სახით და მომზადდა ასოციაციის ვებ გვერდი www.cela.ge სადაც ხდება ასოციაციის საქმიანობის შესახებ მასალების განთავსება.

პროექტის განხორციელება შეასაძლებელი გახდა USAID –ის ფინანსური ხელშიწყობით პროექტ “ნდობის გაზრდა საარჩევნო სისტემებისადმი (ITEP) -ის“ ფარგლებში, რომელიც „საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES)“ მიერ განხორციელდა.

პროექტის დაწყების თარიღი 05/2014

პროექტის დასრულების თარიღი 10/2014

Project Image: