"CIVICUS”-ის პირველ ნომერში საუბარია მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ინდიკატორზე. აქ გაეცნობით ადამიანებს, რომელთა სამოქალაქო აქტივობის მიზანი სხვათა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა იყო. ნომერში განხილულია მოხალისეობის კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯები და ა.შ. ავტორები ცდილობენ პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს: რა როლი აქვს მოხალისეობას დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების პროცესში? რა დაბრკოლებებს ხვდება ის? რატომ უნდა გავზომოთ მოხალისეობა? რა არის მისი ეკონომიკური სარგებელი? როგორ შეიძლება ახალგაზრდების გააქტიურება Facebook-ით?
გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ ჟურნალის ძირითადი კონცეფციისა და ორგანიზაცია "CELA"-ს საქმიანობის შესახებ.