სამუშაო შეხვედრა თემაზე "მედიის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტორის როლი საქართველოში"

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საზოგადოების ძალაუფლებით აღჭურვა წარმოადგენს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ინფორმირებულ და მოტივირებულ მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, რამდენად ასრულებს საქართველოში მედია ამ ფუნქციას? რა გამოწვევებს აწყდება ამ პროცესში? რომელია მისი ძლიერი და სუსტი მხარეები? როგორ ჩავრთოთ მედია ადვოკატირების კამპანიაში? ჩამოთვლილ (და არამხოლოდ) კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად "სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეთა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, მედია -ექსპერტ ლაშა ტუღუშთან.

შეხვედრისას, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მასმედიის განვითარების მახასიათებლები და ასევე,მედიის ის საუკეთესო გამოცდილების მაგალითები, რომელთა გაზიარება ქვეყანაში მედიის თავისუფლების მაჩვენებლებს გააუმჯობესებს. აღნიშნული შეხვედრა ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრის ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში.