შეხვედრა სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართელოს კოორდინატორთან

5 ივლისს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა "სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" მონაწილეთა შეხვედრა სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართელოს კოორდინატორ ლევან პაპავასთან.

✔ შეხვედრა მიზნად ისახავდა, სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის და მისი რეგიონალური წარმომადგენლობების როლისა და ფუნქციების გაცნობას.

✔ მონაწილეებმა განიხილეს, სამეგრელო ზემო სვანეთის თავისებურებები და ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა გადალახვა უწევს სახალხო დამცველის აპარატს თავისი მანდატის ფარგლებში. 

✔ შეხვედრის მეორე ნაწილში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ თამარ ქარაიასა და პროექტის რეგიონალურ კოორდინატორ ლაშა ნარსიასთან ერთად, მონაწილეებმა განიხილეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტები, რომელთაც ახალგაზრდები უახლოეს მომავალში განახორციელებენ. 

✔ აღნიშნული შეხვედრების სერია ხორციელდება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ისახავს