სტუდენტებმა გაიარეს ტრეინინგი "სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლებში"

19 მაისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრეინინგი “სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები”. აღნიშნული ტრეინინგი განკუთვნილი იყო პროექტ “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” მონაწილე სტუდენტებისათვის. 

პროექტში ჩართული ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ  სამოქალაქო საზოგადოების იდეაზე, მის უმთავრეს მახასიათებლებზე, გაცნობოდნენ სოციალური კაპიტალის მნიშვნელობას და სოციალური მოძრაობების დაგეგმვისა და განხორციელების სტრატეგიებს.

აღნიშნული პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ საუნივერსიტეტო ქალაქში ხორციელდება, კერძოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები. 

პროექტის ფარგლებში მონაწილეები იმონაწილევებენ სხვადასხვა ტრეინინგებსა და ვორკშოპებში, გარდა ამისა მათ უნდა განახორციელონ სამოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან თემში არსებულ საზოგადოებრივ პრობლემებს და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს.